saqarTvelos mdinareebi - fSavis aragvi

სიგრძე 56 კმ
აუზის ფართობი 946 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 22.5 მ³/წმ

 

მდინარე თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2895 მ. სიგრძე 56 კმ. აუზის ფართობი 946 კმ2. ჟინვალთან ერთვის არაგვს მარცხნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის წლის თბილ პერიოდში, წყალმცირობა - სექტემბრიდან მარტამდე, ოქტომბერში - წყალმოვარდნები.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,5 კმ3/წმ.

ფშავის მთავარი მდინარე არის ფშავის არაგვი. იგი სათავეს იღებს ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმოადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობთ ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა; დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა. შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი - 1154 მ.) ფშავის არაგვს ეუერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტიჩდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ.

ჟინვალში ფშავის არაგვი ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. წყალსაცავის აშენებამდე (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) იგი ამ ადგილას უერთდებოდა მთიელეთის არაგვს. გიმვალიდან არაგვი მიემართება სამხრეთით და მცხეთასთან უერთდება მდინარე მტკვარს.

არაგვი, განსაკუთრებით უკანაფშავის ტერიტორიაზე, საკმაოდ სწრაფი მდინარეა. მისი ტემპერატურა ზაფხულში 16-17-ს არ აღემატება. სიგანე მერყეობს 5-15 ბ-ის დიაპაზონში, ხოლო სიღრმე ორწყლამდე, როგორც წესი, არ აღემატება 1 მ-ს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იშვიათ მორევებს.